დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - მეორე ტური ტრაგედია არ იქნება
ავტორი:
2014/ივნისი/15 12:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ რომელიმე რაიონში მეორე ტური დაინიშნება, ტრაგედია არ იქნება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რომელიმე რაიონში მეორე ტური გახდეს საჭირო, პრემიერმა განაცხადა, რომ უნდა დაელოდოს ყველა მოვლენების განვითარებას.
"მე ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და სოფელში ლიდერობს. მიმაჩნია, რომ არ უნდა გახდეს საჭირო მეორე ტური, თუმცა, თუ მეორე ტური იქნება, არ იქნება ტრაგედია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად გამჭვირვალე დემოკრატიული სახელწმიფო" ,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა შეაფასა არჩევნების მიმდინარეობა. პრემიერის თქმით, მან ნახა, რომ მცირე ხარვეზები იყო.
"მაგრამ, მიმაჩნია, რომ ეს ხარვეზები დროულად იქნება გამოსწორებული. ვიცი, რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, სამართალდამცავები და ყველა ამ ხარვეზს დროულად აღმოფხვრიან", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია