დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისში კონფერენცია - "პოლონეთის გამოცდილება და საქართველოს პერსპექტივები თვითმმართველობის რეფორმის სფეროში" გაიმართება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/15 01:00:04
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხვალ, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ერთდღიან კონფერენციას - "პოლონეთის გამოცდილება და საქართველოს პერსპექტივები თვითმმართველობის რეფორმის სფეროში" უმასპინძლებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს სპეციალურად ეწვია პოლონეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე მარჩინ კუბიაკი, რომელიც კონფერენციის ფარგლებში თავად ისაუბრებს პოლონურ გამოცდილებასა და ადგილობრივ თვითმმართველობაზე, როგორც საშუალებაზე, რომ სახელმწიფო მეტად ეფექტური და მოქალაქეების წინაშე მეტად ანგარიშვალდებული გახდეს.
კონფერენციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გახსნის, რის შემდეგაც მონაწილეები გაეცნობიან როგორც თვითმმართველობის სფეროში პოლონეთში გატარებულ ღონისძიებებს, ისე საქართველოში დაგეგმილი რეფორმის ძირითად ასპექტებს. ღონისძიებაში, გარდა ოფიციალური პირებისა, მონაწილეობას მიიღებენ თვითმმართველობის პოლონელი და ქართველი ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1247
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია