დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პაატა ზაქარეიშვილი - სააკაშვილის გამოცდილებამ ქვეყანას ოკუპაცია მოუტანა
ავტორი:
2013/სექტემბერი/30 17:30:04
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოცდილებამ ქვეყანას ოკუპაცია მოუტანა.
ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც პრეზიდენტის გუშინდელ შეთავაზებას გამოეხმაურა.
"მისმა გამოცდილებამ მოუტანა ქვეყანას ოკუპაცია, რუსული აგრესია და შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ამიტომ რაც უფრო მალე დათმობს პრეზიდენტი თავის ადგილს და ადგილს დაუთმობს გიორგი მარგველაშვილს, მით უფრო კარგი იქნება. შესაბამისად, ამას ქართველი ხალხი გააკეთებს 27 ოქტომბერს, ამის შემდეგ ყველა ვნახავთ, რომ უფრო მშვიდი, წყნარი და ეფექტური იქნება ჩვენი საქმიანობა, ვიდრე არის იმ კინკლაობის ფონზე რასაც ჰქვია კოჰაბიტაცია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია