დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონსულის მოვალეობის შემსრულებელი - ერაყში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო გარემოში არიან
ავტორი:
2014/ივნისი/13 18:30:02
ერაყში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იორდანიის ჰაშიმიტურშ სამეფოში , ერაყსა და ლიბანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის პირველმა მდივანმა, კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა ბერდია ბექაურმა განუცხადა.
მისი თქმით, ქალაქ მოსულში, 25 ქართველი, რომელიც მუშაობდა საერთაშორისო აეროპორტის დაცვაში, არიან უსაფრთხოდ და გადაყვანილი არიან სხვადასხვა ადგილებში.
ამასთან, კონსულის მოვალეობის შემსრულებელი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქალაქ მოსულში საქართველოს მოქალაქეები მძევლად აიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, 5 ქართველი იმყოფება სამიგრაციო სამსახურში, რომლებსაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ და ამ საკითხის მოგვარებაში საელჩო აქტიურად არის ჩართული.
რაც შეეხება ერაყში არსებულ ვითარებას, ისლამისტმა ბოევიკებმა კიდევ ორი ქალაქი დაიკავეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. სუნიტმა ისლამისტებმა დიალას პროვინციის ქალაქები – საადია და ჯალავლა დაიკავეს მას შემდეგ, რაც ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ქალაქი დატოვეს.
ამასთან, ტერორისტული დაჯგუფება "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო" ერაყის დედაქალაქ ბაღდადისა და შიიტი მუსლიმებით დასახლებული რეგიონების დაკავებით იმუქრება.
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, აშშ ყველა ვარიანტს განიხილავს ერაყის ხელისუფლების დასახმარებლად, სამხედრო მოქმედებების ჩათვლით.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1099
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია