დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს სამშობლოს საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან
ავტორი:
2018/მაისი/26 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/margveladalia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495204-giorgi-margvelashvili-qarthveli-khalkhi-kidev-erthkhel-nakhavs-ramdenad-didi-mkhardatcera-aqvs-chvens-samshoblos-saerthashoriso-partniorebisa-da-megobrebis-mkhridan.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს სამშო...", "datePublished": "2018-05-26 05:24:38", "dateModified": "2018-05-26 05:24:38", "description": "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/margveladalia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, საღამოს, პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებსა და ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

„თქვენ დღეს უნდა იყოთ სწორედ აქ, სადაც სამშობლო ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობს“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ეს თარიღი სწორედ თქვენმა წინაპრებმა შექმნეს. თქვენ აქ ხართ ქართველები, რომლის წინაპრებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით დამოუკიდებელი და თავისუფალი. თქვენ დღეს აქ დგახართ იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებიც ქმნიდნენ ამ დიდ ერს, ქმნიდნენ თავის წინააღმდეგობაში, თავის უნარში, რომ ურთულეს და ძალიან მძიმე გარემოში დაეფუძნებინა ჩვენს წინაპარს თავისი იდენტობა. თქვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ. დღეს მთელი მსოფლიოდან თქვენ ჩამოხვედით იმისთვის, რომ ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის კიდევ ერთი გამარჯვება. მადლობა მინდა გითხრათ იმ ყოველდღიური შრომისა და მოღვაწეობისთვის, რითიც თქვენ საქართველოსაც და იმ ქვეყნებსაც აძლიერებთ, სადაც ამჟამად თქვენ დაიდეთ ბინა. ჩვენ ამაყი ვართ თქვენი ღვაწლით. ჩვენ ერთად ვიზეიმებთ და ამ ზეიმით კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი ერის სიძლიერის დემონსტრირებისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 26 მაისს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს სამშობლოს საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს მეგობრების მხრიდან.

„დღეს აქ დგანან იმ ხალხის შთამომავლები, ვისაც, იმ დროს ამდენი მეგობარი არ ჰყავდა. ჩვენი წინაპრები, რომლებიც ჩვენს ერს ინარჩუნებდნენ ბევრად რთულ ვითარებაში იყვნენ. დღეს ჩვენ ბევრად უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ბევრი საუკუნის განმავლობაში, როცა ჩვენი წინაპრები მაინც ახერხებდნენ და ქვეყანას ამთლიანებდნენ. და ეს თქვენი და თქვენი წინაპრების დამსახურებაც არის რადგან, იმ ქვეყნებში, საიდანაც დღეს ჩემი მეგობარი ქვეყნის ლიდერები ჩამოდიან თქვენს მიერ შექმნილმა ღვაწლმა საქართველოს მიმართ ემოცია, სიყვარული და პატივისცემა გააჩინა. მადლობა, რომ ვართ ერთად და მიხარია, რომ არამარტო გასაჭირში, არამედ ლხინშიც შეგვიძლია ბედნიერება!“, - აღნიშნა გუშინ გიორგი მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია