დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2018/მაისი/23 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/janelidze_60c2a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494588-mikheil-janelidze-polonethis-sagareo-saqmetha-ministrs-shekhvda.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა", "datePublished": "2018-05-23 06:42:15", "dateModified": "2018-05-23 06:42:15", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/janelidze_60c2a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატების ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იაცეკ ჩაპუტოვიჩს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უშიშროების საბჭოს დებატები პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით გაიმართა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხებს დაეთმო. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ორმხრივ შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა პოლონეთს უშიშროების საბჭოს ფორმატში საერთაშორისო თანამეგობრობისათვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევისთვის.

როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პოლონეთისთვის მნიშვნელოვანია გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ყურადღება გაამახვილოს ისეთ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას, გაეროს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

იაცეკ ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ასევე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ პოლონეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ინფორმირებულია ადგილზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის მაღალ დონეს. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას დაგეგმილი ვიზიტის გამო. როგორც ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა, ეს გახლავთ პოლონეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგი გამოხატულება.

მინისტრებმა ისაუბრეს ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე, ხაზი გაესვა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება ასახული ნატოს მოახლოებულ სამიტზე და საქართველო წარმოდგენილი იქნება ყველა შესაბამის ფორმატში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიესალმა საქართველოს წარმატებებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მინისტრმა პოლონელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „ევროინტეგრაციის საგზაო რუკის“ შესახებ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და მეტ ფიზიკურ დაახლოებას ევროკავშირთან.

პოლონურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა გაუზიაროს საქართველოს ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება, რაც წარმატებით ხორციელდება უკვე თბილისის კონფერენციის ფარგლებში. მიხეილ ჯანელიძემ პოლონელი კოლეგა საქართველოში მოიწვია და თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა ეწვიოს პოლონეთს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია