დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართება
ავტორი:
2014/ივნისი/11 21:30:02
ორხევის დასახლებაში ხვალ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიება პროგრამაში ჩართულ ერთ-ერთ სამრეწველო დანიშნულების ობიექტზე ჩატარდება. პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: დიმიტრი ქუმსიშვილი და ქეთევან ბოჭორიშვილი გაუძღვებიან.
სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა. პროგრამა რამოდენიმე კომპონენტად არის წარმოდგენილი. სახელმწიფო დაინტერესებულ მეწარმეს ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას სთავაზობს.
"ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტს ადმინისტრირებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" უწევს. პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებული სახელმწიფო ქონება წარმოდგენილია ვებ-გვერდზე წწწ.ნასპ.გოვ.გე. წარმოების დაწყებით დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს შეარჩიოს ქონება და შერჩეულ ობიექტზე ახალი საწარმო შექმნას. მეწარმეს ქონება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა, ხოლო თავის მხრივ იგი ვალდებულია აღნიშნულ ქონებაზე განახორციელოს ოთხმაგი ოდენობის ინვესტიცია და 2 წლის განმავლობაში პროდუქციის გამოშვება უზრუნველყოს", _ აცხადებენ სააგენტოში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია