დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ შეძლებს
ავტორი:
2014/აპრილი/08 16:30:02
მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანაში ვერავინ შეძლებს რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მოსალოდნელი დესტაბილაზაციის შესახებ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
ღარიბაშვილის მტკიცებით, თუ ვინმეს აღნიშნულის მცდელობა ექნება, ის "ძალიან მკაცრად დაისჯება".
"ვერავინ გაბედავს რაიმე ფორმით, რაიმე სახით, რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას. თუ ვინმეს ამის მცდელობა ან სურვილი ექნება, ის ძალიან მკაცრად დაისჯება- ვინც არ უნდა იყოს. მინდა ყველას მაქსიმალურად სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ, დაგამშვიდოთ და სრული პასუსხიმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ შეძლებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა "იმ მიუღწეველ სურვილებზე ისაუბრა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს რომელიმე არანორმალურ ადამიანს".
"რა ინფორმაცია არსებობს ამასთან დაკავშირებით, დეტალურად საუბარი ჩემგან არასწორი იქნება, ამაზე ისაუბრა მინისტრმა და ჯობია, რომ მან განმარტოს. მე ვფიქრობ, რომ რაიმე საგანგაშო მასში არაფერი ყოფილა. მინისტრმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ქვეყანაში და იმ მიუღწეველ სურვილებზე, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს რომელიმე არანორმალურ ადამიანს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია