დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კოჟორიძე სააკაშვილის მიერ დისტანციურ დაკითხვაზე უარის თქმას სამართლებრივად გაუმართლებელად აფასებს
ავტორი:
2014/მარტი/29 19:00:02
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დისტანციურ დაკითხვაზე უარის თქმას სამართლებრივად გაუმართლებელად მიიჩნევს.
როგორც კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მოწმის დაკითხვის ფორმას ირჩევს სამართალდამცავი ორგანო და არა მოწმედ დაბარებული პირი. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან კარგი ქმედება იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს დისტანციური დაკითხვა შესთავაზა.
"ამ შეთავაზებაზე უარი სამართლებრივ საფუძვლებს არ ემყარება და სამართლებრივად გაუმართლებელი უარია", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
რაც შეეხება სასამართლოზე ჩვენების მიცემას, საია-ს თავმჯდომარის განმარტებით, პროკურატურა ამბობს, რომ მოწმის ჩვენება საკითხის გადასაწყვეტად სჭირდება, გაიხსნა თუ არა ესა თუ ის საქმე, ჩაიდინა თუ არა ამა თუ იმ პირმა დანაშაული.
"არგუმენტი - სასამართლოზე მივცემ ჩვენებას, ამ შემთხვევაში არ იქნება გამართლებული, რადგან პროკურატურის, სამართალდამცავი ორგანოს პოზიციაა, რომ მოწმის ჩვენება დანაშაულის გასახსნელად სჭირდება", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ჩვენება მისცეს, ოღონდ სასამართლო პროცესზე, კონკრეტული საქმის არსებითი განხილვის პროცესში.ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გააცნო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია