დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებს შეხვდა
ავტორი:
2014/ივნისი/11 17:30:03
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრ ანდრეას შოკენჰოფი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაციის პრეზიდენტ, კარლ ლამერსი და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ჯანან ათილგანი.
სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებით და რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობით.
დავით ზალკალიანმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გერმანულ დელეგაციას ქართული მხარის ხედვები და პოზიციები დეტალურად გააცნო. აღინიშნა ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბერლინში ვიზიტის მნიშვნელობა.
ხაზი გაესვა გერმანიის ჩართულობის მნიშვნელობას მოსალოდნელ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია