დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საუდის არაბეთმა გამოთქვა ინტერესი, "დელტას" წარმოებული ტექნიკის ექსპორტის მიმართულებით საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა განაგრძოს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/12 13:00:08
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kvirika_8a397.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457199-saudis-arabethma-gamothqva-interesi-qdeltasq-tsarmoebuli-teqnikis-eqsportis-mimarthulebith-saqarthvelosthan-aqtiuri-thanamshromloba-ganagrdzos.html", "headline": " საუდის არაბეთმა გამოთქვა ინტერესი, "დელტას" წარმოებული ტექნიკის ექსპორტის მიმართულებით სა...", "datePublished": "2017-10-12 09:06:32", "dateModified": "2017-10-12 09:06:32", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kvirika_8a397.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ აბდულ რაჰმან ბინ სალეჰი ალ-ბანიანს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბრისას აღინიშნა ბოლო წლებში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებული ურთიერთობების გააქტიურება.

ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
საუდის არაბეთმა ასევე გამოთქვა ინტერესი, განაგრძოს საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა "დელტას" მიერ წარმოებული ტექნიკის ექსპორტის მიმართულებით.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა საუდის არაბეთის დელეგაციას კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
გენერალმა აბდულ რაჰმან ბინ სალეჰი ალ-ბანიანმა გიორგი კვირიკაშვილს საუდის არაბეთის პრინცისგან მოკითხვა გადასცა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 605
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია