დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 97-ე როუზ-როსის სემინარზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ იმსჯელეს
ავტორი:
2018/აპრილი/23 21:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/nato97.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489547-nato-s-saparlamento-asambleis-97-e-rouz-rosis-seminarze-shavi-zghvis-regionshi-usafrthkhoebisa-da-saqarthvelos-evroatlantikuri-integraciis-procesis-shesakheb-imsjeles.html", "headline": "ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 97-ე როუზ-როსის სემინარზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და საქართვ...", "datePublished": "2018-04-23 17:01:20", "dateModified": "2018-04-23 17:01:20", "description": "საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 97-ე სემინარს მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/nato97.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 97-ე სემინარს მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სემინარის პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ იმსჯელეს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი, როი ალისონი დამსწრეებს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის გაფართოებულ რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ ესაუბრა. მომხსენებელმა რეგიონულ უსაფრთხოებაზე რუსეთის განვითარებადი სტარტეგიის ზეგავლენის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

„რაც არ უნდა იყოს რუსეთის კონკრეტული სტრატეგია, ევროატლანტიკური საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს სოლიდარულ ურთიერთდამოკიდებულებას და ეს ასევე, ნიშნავს სოლიდარობას ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც ჩვენი მასპინძელი საქართველოა, რომელიც არის ამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა პანელის მოდერატორმა, ვილფრიდ მარტენსის ევროპული სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე როლანდ ფრეუდენშტეინმა.

სესიის შემდეგი ნაწილი ეროვნულ პერსპექტივებზე მსჯელობას დაეთმო. საკითხის შესახებ საკუთარი მოსაზრებები დამსწრეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ, თურქეთის ელჩმა, ფატმა ჩერენ იაზგანმა, ბულგარეთის ელჩმა, დესისლავა ივანოვა-კოზლევამ და უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა გააცნეს.

დავით დონდუამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ამ მხრივ მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. მინისტრის მოადგილემ ბრიუსელის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ სამიტის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი თვალნათელი ნაბიჯი გადაიდგას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

“პრაქტიკული თვალსაზრისით, ჩვენ ხელთ გვაქვს ალიანსის წევრობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი“,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროცესისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა ჩერენ იაზგანმა.

„ჩვენ გვწამს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატო-ს წევრი და ასევე, გვწამს, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შედეგად, გარემო იქნება მეტად უსაფრთხო როგორც საქართველოსთვის, ასევე ალიანსისთვის“,- განაცხადა თურქეთის ელჩმა.

ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დესისლავა ივანოვა-კოზლევამ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩი შეეხო რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალ გამოწვევებსაც. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ბულგარეთის საელჩო ნატოს საკონტაქტო საელჩოა საქართველოში, თავისთავად მეტყველებს მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერაზე. დესისლავა ივანოვა-კოზლევამ ყურადღება, ასევე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა.

„პირველ რიგში, მინდა, მივულოცო საქართველოს მიღწევები, რადგან ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა მასპინძლებმა რეფორმების კონტექსტში მიაღწია, ნამდვილად შთამბეჭდავია. უპირველეს ყოვლისა, ის ფაქტი, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ევროკავშირი და ნატო განსაზღვრულია, როგორც უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზანი“,- განაცხადა ბულგარეთის ელჩმა.

საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობისა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იგორ დოლგოვმა.

სემინარის მეორე სესიაზე, რომელსაც მოდერაციას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, რასა იუკნევიეციენე უწევდა, მონაწილეობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოეგმა მიიღეს.

ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებზე, ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევები მძიმე პირობებს უქმნის ხელოვნური გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს. სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას, ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივებზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ისაუბრა.

„ეს არის ქმედითი ნაბიჯი, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა თანმიმდევრული და ძალიან პრინციპულია. იგი ორიენტირებულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მათთვის მძიმე პირობების გაუმჯობესებასა და ასევე, ბარიკადების მიუხედავად, ხიდების აღდგენაზე, ნდობის მშენებლობაზე, დიალოგსა და შერიგებაზე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოეგმა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე არსებული ვითარების, უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევებისა და საქართველოში სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, როუზ-როსის 97-ე სემინარში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია