დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთის გუბერნატორის ბრალდებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს
ავტორი:
2014/იანვარი/03 22:00:02
ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთის გუბერნატორის ბრალდებას პასუხობს და ირაკლი შიოლაშვილის განცხადებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, მის მიმართ ხელისუფლება მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს. "ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნის გაგრძელებას ველოდებოდი. ეს ადამიანი ერთი თვეა ამ საქმეში იქექება. ზუსტად ერთი თვის წინ შევუთვალე, რომ ნუ ფაფხურობ, შეგიძლია პირდაპირ წახვიდე პროკურატურაში. შემიძლია განვაცხადო, რომ გუბერნატორს თავისუფლად შეუძლია ყაჩაღებით დაკომპლექტებულ პროკურატურას მიმართოს, მერე სასამართლოს და ჩემს წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე აღძრან, ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ. ჩემი მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით სასამართლოშია საქმე და რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" სურვილია, იქნებ რაიმე იპოვოს ჩემი გუბერნატორობის პერიოდთან დაკავშირებით", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა დღეს, ყოფილი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1337
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია