დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია - არ დარჩება არც ერთი მოქალაქე, რომელსაც არ მოვუსმენთ
ავტორი:
2014/აგვისტო/12 09:30:02
რაიონული გამგეობები, მერიის საქალაქო სამსახურები, მერიის მოადგილები და მე თვითონ, მთელი დღის განმავლობაში 700-მდე მოქალაქეს შევხდვით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით,  დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებმა მოქალაქეების პრობლემები მოისმინეს.
"თითოეულ მათგანს გავესაუბრეთ იმ საკითხებზე, რა საკითხებიც მათ აინტერესებდათ და რაც ჰქონდათ განაცხადში მითითებული. როგორც წესი, განაცხადების უმეტესი რაოდენობა სოციალური ხასიათის არის და გვესმის, რომ დედაქალაში სოციალური ფონი მძიმეა და არასახარბიელო, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი გადაწყვეტას და მოგვარებას ექვემდებარება. ჩვენთვის უმთავრესი არის ის, რომ გვაქვს სპეციალური წესი და ამ წესის მიხედვით ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება ყოველი კვირის ორშაბათს, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე მივიდეს იმ ადამიანთან, რომელმაც უნდა გადაუწყვიტოს მას ესა თუ ის საკითხი, თუ საკითხი რაიონული გამგეობის ან საქალაქო სამსახურის დონეზე წყდება, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა სწორედ მათ მიმართონ, ან თუ მერს მიმართავენ ასეთ შემთხვევაში თვითონ გადავამისამართებთ მათ შესაბამისი მიმართულებით", - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, არ დარჩება არც ერთი მოქალაქე, რომელსაც დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდებიან.
"არ დარჩება არც ერთი მოქალაქე, რომელსაც ჩვენ ან შესაბამისი სამსახურები არ მიიღებენ, არ მოუსმენენ და არ გადაუწყვეტენ იმ საკითხს რა საკითხიც მათ აუწხებთ. მე შევხვდები ყველა იმ ადამიანს, რომელთანაც დროითი მომენტიდან გამომდინარე მოვახერხებ შეხვედრას. თუ აუცილებელი არ არის საკითხის გადასაწყვეტად ჩემი თანხმობა ან ჩემი მხრიდან ბრძანების გაცემა, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია შეხვდნენ ისეთი თანამდებობის პირებს, რომელიც ადგილზე გადაუწყვეტს, ან გამგეობაში ან საქალაქო სამსახურში ამ საკითხს; მესმის, რომ ყველას სურს მერთან მიღება, მაგრამ იქნება რიგითობა და ამ რიგითობის დაცვით იქნება მიღება შესაძლებელი", - განაცხადა ნარმანიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია