დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო "ევროკონტროლის" წევრი სახელმწიფო ოფიციალურად გახდა
ავტორი:
2014/იანვარი/03 11:30:03
2014 წლის პირველი იანვრიდან საქართველო "ევროკონტროლის" წევრი სახელმწიფო ოფიციალურად გახდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საერთაშორისო საჰაერო სამართლის საკითხების ექსპერტმა დავით გეფერიძემ აცნობა, გადაწყვეტილება საქართველოს ევროპის სააეარნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციის (Eurocontrol) მუდმივმოქმედი საბჭოს მე-40 სხდომამ გასული წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელსაც Eurocontrol-ის გენერალური დირექტორი ფრენკ ბრენერი ხელმძღვანელობდა. ამ ღონისძიებას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკსია და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის, სამოქალაქო ავაიციის სააგენტოსა და "საქაერონავიგაციის" პირველი პირები.
"საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საავიაციო სფეროს რეფორმების, ლიბერალიზაციისა და შესაბამისი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. პოზიტიური ცვლილებები არ დარჩენილა შეუმჩნეველი საერთაშორისო ასპარეზზეც. "ევროკონტროლი" მოხარულია, მიიღოს საქართველო თავის როგებში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი წვლილი იქნება მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მომავალ საქმიანობაში"- განაცხადა "ევროკონტროლის" გენერალურმა დირექტორმა, ფრენკ ბრენერმა.
იმავე სხდომაზე აღინიშნა ქართული მხარის წინსვლა ფრენის უსაფრთხოების ამაღლების, საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ევროპული სანავიგაციო სისტემასთან ინტეგრაციის, აგრეთვე შესაბამის სფეროში დასაქმებული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
საქართველომ "ევროკონტროლთან" მიერთების მემორანდუმს 2012 წლის 5 დეკემბერს მოაწერა ხელი. 2013 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტის მერ განხორციელდა საერთაშორისო კონვენციისა და შესაბამისი ოქმების რატიფიცირება, რომლის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტმა გამოხატა ნება Eurocontrol-ის საერთშორისო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე.
ევროპის საჰაერო ნავიგაციიის უსაფრთხოების ორგანიზაცია 1960 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მისიას ფრენების უსაფრთხოება და ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის ფაერგლებში 21-ე საუკუნის შესაბამისი საჰაერო მოძრაობის მართვის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებს დახმარებას უწევს საჰაერო მართვის სისტემის არქიტექტურის გარდაქმნასა და თანამედროვე სტანდარტების საერნაოსნო მომსახურების სერვისის დანერგვაში. გარდა ამისა, Eurocontrol ზრუნავს ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდასა და სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერებისათვის ეფექტური გარემოსადმი კეთილსასურველი, ინოვაციური პროექტების შეთავაზებაზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია