დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ ცესკოს შემადგენლობა შეიცვლება
ავტორი:
2014/ივლისი/05 10:30:02
ადგილობრივი არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ ცესკოს შემადგენლობა შეიცვლება. ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში კოალიცია "ქართულ ოცნებას" ექვსი წევრიდან ხუთი წევრი დარჩება და "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი შეცვლის.
აღნიშნულ თემაზე "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ესაუბრა, რომლის თქმით, არჩევნების მეორე ტურში ნინო ბურჯანაძეს ეყოლება წევრი ოლქშიც და უბანზეც.
აქამდე ცესკოს 13 წევრიდან ექვსი კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების წარმომადგენელი იყო, ხოლო ერთს "ნაციონალური მოძრაობა" ნიშნავდა.
"ვინაიდან "ქართულ ოცნებას" ცესკოში ჰყავდა ექვსი წევრი, მიღებული დაფინანსება ექვსზე იყოფოდა. როცა ბურჯანაძემ ხმების ის რაოდენობა მიიღო, რაც მიიღო, ეს რაოდენობა გადაყვანილი ფორმულით ფინანსებზე, არის უფრო მეტი, ვიდრე ოცნების ხმების 1/6. ამიტომ ერთი წევრი გამოდის და შედის ბურჯანაძის პარტია. "ეროვნული ფორუმი" გამოდის იმიტომ, რომ ბლოკში ფორუმი მეექვსე ეწერა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მიხეილ მაჭავარიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1324
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია