დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქეთრინ ეშტონი – ევროკავშირი ე.წ. სამხრეთ ოსეთის არჩევნებს არ ცნობს
ავტორი:
2014/ივნისი/09 09:30:02
ევროკავშირი არ ცნობს იმ საკანონმდებლო და კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება, - ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ქეთრინ ეშტონის განცხადებაში.
"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. 8 ივნისს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ კვლავ ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც ეს არჩევნები მიმდინარეობს", – განაცხადა ქეთრინ ეშტონმა. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ”საპარლამეტო არჩევნები” გუშინ გაიმართა. 


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია