დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - ხელმოწერის პროცესში ცოტა ცრემლებიც წამომივიდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/29 14:30:02
ისეთი ამაღალვებელია დღევანდელი დღე ხელმოწერის პროცესში ცოტა ცრემლებიც წამომივიდა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების შემდეგ ვილნიუსში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს მომავლისთვის.
"ისეთი ამაღალვებელია დღევანდელი დღე ხელმოწერის პროცესში ცოტა ცრემლებიც წამომივიდა და ცოტა ხელიც ამიკანკალდა, მაგრამ მაინც მტკიცე ხელით მოვაწერე ხელი და იმედი მაქვს, რომ ეს დღევანდელი ისტორიული დღე მართლაც იქნება შეუქცევადი საქართველოსთვის ევროპულ გზაზე და საქართველო ძალიან მალე გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ქეთრინ ეშტონთან ერთად ხელი მოაწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია