დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგო რატიანი - ვინ არის სვანი და ვინ – არა, ამას ვნახავთ
ავტორი:
2013/დეკემბერი/11 14:30:04
ვინ არის სვანი და ვინ – არა, ამას ვნახავთ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი უმრავლესობის დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის დღევანდელ განცხადებას.
როგორც პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ რატიანმა აღნიშნა, ეს არ ყოფილა პიროვნული მომენტით გამოწვეული დაპირისპირება, ეს იყო გია ბარამიძის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ განხორციელებული პროვოკაციული ქმედება.
ამასთან, მისივე შეფასებით, მომხდარი ასევე არის კუთხური შუღლის გაღვივების მცდელობა.
"ვინ არის სვანი და ვინ – არა, ამას ჩვენ ვნახავთ, რადგან ეს არის კუთხური შუღლის გაღვივება, რაც უნდა დღეს რუსეთს", - აღნიშნა რატიანმა.
პარლამენტში დეპუტატებს შორის დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
"ნუ ბლატაობ, შე ჩმორო", - მიმართა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით მას მიკროფონი გამოურთეს. დარბაზში კი დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
სოსო ჯაჭვლიანი სხდომაზე აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრობდა. მანამდე კი, ბარამიძემ განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1393
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია