დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ხულორდავა ირლანდიელ სენატორს და საერთაშორისო და ევროპულ საკითხთა ინსტიტუტის (IIEA) საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
ავტორი:
2018/ივნისი/15 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/xulordavairland.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498837-thamar-khulordava-irlandiel-senators-da-saerthashoriso-da-evropul-sakithkhtha-institutis-iiea-sabtcos-thavmjdomares-shekhvda.html", "headline": "თამარ ხულორდავა ირლანდიელ სენატორს და საერთაშორისო და ევროპულ საკითხთა ინსტიტუტის (IIEA) საბჭოს თავმ...", "datePublished": "2018-06-15 16:38:00", "dateModified": "2018-06-15 16:38:00", "description": "პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ირლანდიის პარლამენტის ევროკ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/xulordavairland.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა ერთობლივი კომიტეტის წევრს, სენატორ ჯერარდ კროგველს და საერთაშორისო და ევროპულ საკითხთა ინსტიტუტის (IIEA) საბჭოს თავმჯდომარეს რუარი ქვინს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხულორდავამ ჯერარდ კროგველს და რუარი ქვინს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ასევე, ევროკავშირთან დაახლოების პროცესი გააცნო.

საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობას. ირლანდიურმა მხარემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხედვა და ევროინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაო დადებითად შეაფასა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს დასავლურ სტრუქტურებისკენ სწრაფვის პროცესზე საპარლამენტო მონიტორინგის მნიშვნელობა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური პოლიტიკის და განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.

“ირლანდიის პარლამენტი მზად არის, საქართველოს პარლამენტს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის, ისე კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით“, - განაცხადა სენატორმა.

როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისაღწევად, კომიტეტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

შეხვედრის დასასრულს ირლანდიელმა სენატორმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ირლანდიაში მიიწვია.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 675
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია