დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახი კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები
ავტორი:
2017/სექტემბერი/15 19:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452536-kakhi-kaladze-yvelaferi-unda-gavakethoth-rom-sheiqmnas-akhali-samushao-adgilebi.html", "headline": " კახი კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები", "datePublished": "2017-09-15 15:33:56", "dateModified": "2017-09-15 15:33:56", "description": "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც პრობლემაა არამარტო თბილისში, არამედ ზოგადად, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/c0ca499a8a6e36cda036fbf7f2b9960a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც პრობლემაა არამარტო თბილისში, არამედ ზოგადად, ქვეყანაში, - ამის შესახებ თბილისის მერობის “ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახი კალაძემ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, რათა მეტი ადამიანი გვყავდეს დასაქმებული და ნაკლები სოციალურად დაუცველი“, - განაცხადა კახი კალაძემ.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემებზე. კახი კალაძის თქმით, თბილისს დაემატება ახალი სამარშუტო ხაზები, ავტობუსით მგზავრობა კი არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც გახდება. ასევე, მეტროს სრული რეაბილიტაცია მოხდება.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი მოსახლეობას ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით დაგეგმილი პროგრამების განხორცილებასაც დაჰპირდა.

„2012 წლის მერე განხორციელებული რეფორმების შემდეგ ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაზღვეულია და საჭიროების შემთხვევაში ექიმისა და საავადმყოფოს ხარჯებს მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო იხდის. ეს პროგრამები კვლავაც გაგარძელდება. სოციალური პროგრამების თვალსაზრისით, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი გაკეთდა, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისაც ჩვენი დახმარება ესაჭიროება“, - განაცხადა კალაძემ.

მან ახალგაზრდების სპორტული ცხოვრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, ყველა რაიონში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები შეიქმნება.

დღესვე, თბილისის მერობის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა კახი კალაძემ ვაკის 02 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მუსხელიშვილი და ვაკის 03 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე წარადგინა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 682
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია