დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე - აშშ და საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან
ავტორი:
2018/მარტი/19 12:00:06
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/janelidze_ec065.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483713-mikheil-janelidze-ashsh-da-saqarthvelo-saerthashoriso-usafrthkhoebis-uzrunvelyofis-kuthkhith-mnishvnelovani-partniorebi-arian.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - აშშ და საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი პარ...", "datePublished": "2018-03-19 08:11:32", "dateModified": "2018-03-19 08:11:32", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმის პორტში ამერიკული ხომა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/janelidze_ec065.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდის USS Oak Hill-ის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაში მონაწილეობა მიიღო.

მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

მან ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდის შემოსვლა სწორედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მორიგ დასტურად შეაფასა და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მზადყოფნა მომავალშიც ითანამშრომლოს პარტნიორებთან მათ შორის შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული ხომალდის შემოსვლა ბათუმის პორტში, ეს საპორტო ვიზიტია, რომელიც რეგულარულად ხორციელდება. პირველ რიგში ეს ხაზს უსვამს ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორობას. აშშ და საქართველო არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოების კუთხით. შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და საქართველო ამ თანამშრომლობით, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს მის როლს, მის მზაობას შემდგომშიც საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. სწორედ ასეთი ვიზიტებია საერთო მიზნებისა და მისწრაფების გამოხატულება და იგი ასევე მნიშვნელოვანია თავსებადობის ამაღლებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს გემის კაპიტანმა ფილიპ ნაითმა, საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

საზეიმო მიღებას გემის ეკიპაჟის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Oak Hill ბათუმის პორტში 17 მარტს შემოვიდა და ქალაქს 20 მარტს დატოვებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 788
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია