დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი - ქართველმა ხალხმა შეაფასოს რაში დავუშვით შეცდომები და რაში გვაქვს ბოდიში მოსახდელი
ავტორი:
2014/ივნისი/07 22:00:02
დაე, ქართველმა ხალხმა და ისტორიამ შეაფასოს რაში დავუშვით უხეში შეცდომები და რაში გვაქვს ბოდიში მოსახდელი,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მაესტროსთან" კიევიდან საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, 9 წლის განმავლობაში შეიქმნა წარმატებული სახელმწიფოს მოდელი.
"საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენი ხელისუფლების დროს შექმნა სახელმწიფო, ჩვენ შევქმენით ეს სახელმწიფო, ამავე დროს ბევრი რაღაც ხდებოდა ბევრი რაღაც სხვანაირად შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მაგრამ მთავარ მიღწევას ვერავინ გადაუსვამს ხაზს, ეს არის ქართველი ხალხის კუთვნილება, დაე, ქართველმა ხალხმა და ისტორიამ შეაფასოს რაში დავუშვით უხეში შეცდომები და რაში გვაქვს ბოდიში მოსახდელი" , -აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, იგი ყურადღებით ადევენებს თვალყურს საქართველოში არსებულ ვითარებას და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან კონსულტაციებსაც მართავს.
"კარგად ვიცი, დღეს რაც ხდება საქართველოში, ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. 9 წელი მე ვიყავი მთავარი მოქმედი გმირი ქართული პოლიტიკის, მე ავიღე შესვენება, შესვენება ნიშნავს, რომ არ ვაკეთო კომენტარი ქართულ პოლიტიკაზე და არ ვერევი ქართულ პოლიტიკაში. მე წარმატებას ვუსურვებ იმ პარტიას, რომლის თავმჯდომარეც ვარ. ჩემს გუნდთან მაქვს კონსულტაციები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია