დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი - პროკურატურაში იყო რამდენიმე ათეული მილიონის ფულის ”გათეთრების საქმე” ივანიშვილზე და ღარიბაშვილზე
ავტორი:
2014/ივლისი/05 22:00:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2012 წელს პროკურატურაში იყო რამდენიმე ათეული მილიონის ფულის ”გათეთრების საქმე” ბიძინა ივანიშვილზე და ირაკლი ღარიბაშვილზე.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილზე იყო საკრედიტო ბარათების საქმე, საკრედიტო ბარათებით გამოჰქოდათ ფული კანონის დარღვევით.
"100%-იანი დასაჭერი საქმე იყო ორივეზე. განსაკუთრებით ღარიბაშვილზე, რადგან ის პირდაპირ მონაწილეობდა ამ ყველაფერში. იყო უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულებები. მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა და მე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თითი არ დაგვეკარებინა არც ერთისთვის და არ დაგვეწყო საჯაროდ თუ სამართლებრივად ამ საქმის გაგრძელება", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მაშინ ბიძინა ივანიშვილი დააჯარიმეს 80 მილიონით, მაგრამ ის მხოლოდ ფულით დააჯარიმეს და არავინ ციხეში არ წასულა და არც საქმე არ აღძრულა არავის წინააღმდეგ.
"ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ მეთოდით არ გვებრძოლა ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან, თუმცა ამ პოლიტიკურ ოპონენტებს ჰქონდათ წარმოუდგენელი რაოდენობის ფული", - განაცხადა სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1181
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია