დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თომას ჰამერბერგი - არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე ზეწოლასთან დაკავშირებულ ინფორმაციებზე გამოძიება უნდა ჩატარდეს
ავტორი:
2014/ივნისი/07 17:30:02
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგის განცხადებით, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მიმართ ზეწოლასთან დაკავშირებულ ინფორმაციებზე ოპერატიული და გულდასმითი გამოძიების ჩატარება უნდა მოხდეს.
როგორც ჰამერბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საარჩევნო გარემოს "სამართლიანობის შესახებ ზოგადი სურათი არ დაზარალდეს".
"წინა არჩევნები გამორჩეული იყო სამართლიანობით. რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტებს, თუმცა არ დაზარალებულა სამართლიანობის ზოგადი სურათი. აუცილებელია იგივე სტანდარტის ახლად შენარჩუნება. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, გარკვეული კანდიდატების მიმართ ზეწოლას ახლაც აქვს ადგილი, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის და შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან ოპერატიული და გულდასმითი გამოძიების ჩატარება მოხდეს, რათა ყველამ დაინახოს, რომ ასეთი ქმედებები არ არის მოწონებული და რათა არ დაზარალდეს საარჩევნო გარემოს სამართლიანობის შესახებ ზოგადი სურათი", - განაცხადა თომას ჰამერბერგმა.
მისივე განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მისი შთაბეჭდილება განსაკუთრებით დადებითია და იმედოვნებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც მაქსიმალურად სამართლიანად ჩატარდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია