დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოზარ სუბარი - როდესაც გვერდით გყავს ისეთ ძლიერი და აგრესიული მეზობელი, როგორიცაა რუსეთი, ჩვენი მთავარი ძალა ჩვენი მოკავშირეები არიან
ავტორი:
2018/თებერვალი/15 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/subarisozar_5400b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478402-sozar-subari-rodesac-gverdith-gyavs-iseth-dzlieri-da-agresiuli-mezobeli-rogoricaa-rusethi-chveni-mthavari-dzala-chveni-mokavshireebi-arian.html", "headline": "სოზარ სუბარი - როდესაც გვერდით გყავს ისეთ ძლიერი და აგრესიული მეზობელი, როგორიცაა რუსეთი, ჩვენი მთავ...", "datePublished": "2018-02-15 10:07:30", "dateModified": "2018-02-15 10:07:30", "description": "როდესაც გვერდით გყავს ისეთ ძლიერი და აგრესიული მეზობელი, როგორიცაა რუსეთი, ცხადია, ჩვენი ერთადერთი დ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/subarisozar_5400b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } როდესაც გვერდით გყავს ისეთ ძლიერი და აგრესიული მეზობელი, როგორიცაა რუსეთი, ცხადია, ჩვენი ერთადერთი და მთავარი ძალა ჩვენი მოკავშირეები არიან, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის ანგარიშის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

”ჩვენი მოკავშირეები არიან, ვინც საქართველოს არა მხოლოდ დღევანდელი სტატუს- კვოს, არამედ მომავალი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტები არიან და ეს დღე აუცილებლად დადგება”, - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება მმართველ პარტიასთან დაკავშირებით აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამსახურის ანგარიშს, სუბარი განმარტებით, ძალაუფლების შენარჩუნებას, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი, ”ვის რა დოზით, როგორ გადასცემს ძალაუფლებას”.

”მთავარია ის, რომ 2012 წელი იყო ბოლო წელი, როდესაც იყო არჩევნების გაყალბების მცდელობა. მას შემდეგ მსგავსი რამ არ ყოფილა. ქართველი ხალხი თვითონ გადაწყვეტს, ვის, როდის, რა დოზით მისცეს ძალაუფლება, ვის გადაუნაწილოს და როგორ. მე არ მეგულება პარტია და არც იქნება სწორი რომელიმე პარტიამ თქვას, რომ მე ვიხსნი ჩემს ძალაუფლებას, იმიტომ, რომ ეს გადავცე ვინმე ინაშვილს, ან ვინმე
სხვას”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა 2018 წლის ანგარიში, სადაც მსოფლიო მასშტაბით არსებულ საფრთხეებზეა საუბარი. ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოზე და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე.

„რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მისი დასავლური ინტეგრაციისთვის ძირის გამოთხრა თბილისისთვის საფრთის მთავარ წყაროდ რჩება“, - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში ასევე ნახსენებია მმართველი პარტია.

„მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ გააგრძელებს ოპოზიციის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებას და ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას“, - აღნიშნულია ანგარიშში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია