დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ბერძენიშვილი - არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ საპატრიარქო ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს არ უჭერს
ავტორი:
2014/მაისი/02 13:00:01
არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ საპატრიაქრო ანტიდისკრიმნაციულ კანონს მხარს არ უჭერს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი
როგორც დეპუტატმა ,,ინტერპრესსნიუსთან" საუბარში აღნიშნა, არც ერთი ეკლესია არც მოლდოვაში, არც სერბეთში და რუმინეთში, არც კათოლიკური და არც მართლმადიდებლური არასოდეს არ დაეთანხმება ანტიდისკრიმინაციულ კანონს თუმცა ეს არაფერს არ ცვლის.
"ჯერ უნდა მივიღოთ კანონი მესამე მოსმენით. საპატრიარქოს განცხადებაში მთავარია, კანონპროექტთან დაკავშირებით მათ სჭირდებათ დრო, რომ გაერკვნენ შინაარსში. მაგრამ, პროცესი უკვე მიმდინარეობს. საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, რომ გაითვალისწინა მათი მოსაზრებები. ეს კანონი სჭირდება საქართველოს, ჩვენ ასე ვფიქრობთ. საპატრიქროს კი სხვა მოსაზრება აქვს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. არც ერთი ეკლესია არც მოლდოვაში, არც სერბეთში და რუმინეთში, არც კათოლიკური და არც მართლმადიდებლური არასოდეს არ დაეთანხმება ანტიდისკრიმინაციულ კანონს. რა არის ამაში ტრაგიკული, ვერ ვხედავ. კიდევ არის სხვა საკითხები რასაც არ ეთანხმებიან , თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. ერთი ქვეყანა ვართ, ერთი საზოგადოება. არ არის ამაში არავითარი პრობლემა", -აცხადებს ლევან ბერძენიშვილი



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია