დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოზარ სუბარი - საკმარისია ოთხოზორიას მკვლელი გასცდეს ოკუპირებულ ტერიტორიებს ან რუსეთს, ის იქნება დაპატიმრებული და საქართველოსთვის გადმოცემული
ავტორი:
2018/მარტი/01 09:00:02
../photo/2015_02/0-01TEBER-2016/subari.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480773-sozar-subari-sakmarisia-othkhozorias-mkvleli-gascdes-okupirebul-teritoriebs-an-ruseths-is-iqneba-dapatimrebuli-da-saqarthvelosthvis-gadmocemuli.html", "headline": "სოზარ სუბარი - საკმარისია ოთხოზორიას მკვლელი გასცდეს ოკუპირებულ ტერიტორიებს ან რუსეთს, ის იქნება დაპ...", "datePublished": "2018-03-01 05:01:49", "dateModified": "2018-03-01 05:01:49", "description": "საკმარისია ოთხოზორიას მკვლელი გასცდეს ოკუპირებულ ტერიტორიებს ან რუსეთს, ის იქნება დაპატიმრებული და ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-01TEBER-2016/subari.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საკმარისია ოთხოზორიას მკვლელი გასცდეს ოკუპირებულ ტერიტორიებს ან რუსეთს, ის იქნება დაპატიმრებული და საქართველოსთვის გადმოცემული, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა.

„როდესაც ლაპარაკია ოკუპაციაზე, 100%-იანი გარანტიით თქმა, რომ ვინმე დაცულია, ცხადია, არის ძალიან ძნელი. დაცული ზოგადად, არავინ არის, რადგან ყველგან შეიძლება კრიმინალი მოხდეს ჩვეულებრივ და ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ იქ დგას რუსეთის ჯარი, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ კანონს და არანაირ კონტროლს, გარდა თავისი მმართველებისა და როდესაც იქ არიან დე ფაქტო მმართველები, რომლებიც ყოველგვარ კანონს მიღმა დგანან, სტრასბურგის სასამართლოს კონტროლს მიღმაც არიან, ასეთ შემთხვევაში იმის თქმა, რომ იქ ადამიანების სიცოცხლე თუ უსაფრთხოება იქნება დაცული, ცხადია, ამაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ მაინც დადგება დრო, როდესაც ყველა ეს კონკრეტული დამნაშავე პასუხს აგებს. ოთხოზორიაზე ვსაუბრობდით და ძველი ხელისუფლების დროს ჩადენილი მრავალი მსგავსი დანაშაულისგან განსხვავებით, ოთხოზორიას საქმე გამოძიებულია ჩვენი სამართალდამცველების მიერ და საერთაშორისო ძებნაცაა გამოცხადებული. საკმარისია ეს ადამიანი გასცდეს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ოკუპანტის ტერიტორიას, ვგულისხმობ რუსეთს, ის იქნება დაპატიმრებული და საქართველოსთვის გადმოცემული. თუ არ გასცდება და მაინც დადგება ის დღე, როდესაც ოკუპაცია დასრულდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ეს ადამიანები ვერ გაექცევიან სასჯელს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 2016 წლის 19 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია