დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2018/თებერვალი/17 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikaaa.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478819-giorgi-kvirikashvili-niderlandebis-samefos-premier-ministrs-shekhvda.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა", "datePublished": "2018-02-17 11:32:48", "dateModified": "2018-02-17 11:32:48", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikaaa.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე.

მათივე ცნობით, აღინიშნა ჰოლანდიელი ინვესტორებისა და ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი.

პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში აღინიშნა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია, ასევე - შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა.

გიორგი კვირიკაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას, ასევე, საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია