დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოს გამოსვლა შეაფასა
ავტორი:
2014/ივნისი/07 15:30:02
უკრაინის პრეზიდენტის ინაუგრაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს გამოსვლა შეაფასა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახალმა პრეზიდენტმა მიმართვისას ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და მიზნებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, მოსახლეობის კეთილდღეობა და ევროინტეგრაცია.
"ბევრი უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი იყო ხაზგასმული, ეს იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ყირიმის უკრაინის ნაწილად დარჩენა; ეს იყო ამ ქვეყნის ევროპული არჩევანი, ასევე მოწოდება თანამემამულეებისადმი, ერთად გააგრძელონ მშვიდობიანი თანაარსებობა და ის, რომ უკრაინა რჩება უნიტარულ სახელმწიფოდ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია