დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ აბაშიძე და გიორგი ცაგარეიშვილი მეხიკოში კანონმდებელთა მე-2 მსოფლიო სამიტზე მიიწვიეს 
ავტორი:
2014/ივნისი/06 12:00:03
6-8 ივნისს, მექსიკაში, ქ. მეხიკოში გაიმართება კანონმდებელთა მე-2 მსოფლიო სამიტი, სადაც მიწვეული არიან: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი. The Global Legislations organization (GLOBE) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 80 ქვეყნის პარლამენტს და შეიმუშავებს კანონმდებლობას ქვეყნების მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. GLOBE არ გახლავთ პოლიტიკური ორგანიზაცია. ის სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული განყოფილებების საშუალებით, ახდენს საკანონმდებლო ბაზის შექმნას და ხელს უწყობს მათ იმპლემენტაციას ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, როგორიც არის მაგ : კლიმატის ცვლილება, სატყეო სფერო და ა.შ. ორგანიზაციას გააჩნია სათაო ოფსები ლონდონში, პეკინში, ბრიუსელში, მანილაში და კიდევ 40-მდე სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში. GLOBE ქმნის კანონმდებლობის უნიკალურ საერთაშორისო ქსელს, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულ საქმიანობაზე და ხელს უწყობს სხვადსხვა ქვეყნების კანონმდებლებს, შეიმუშაონ ნაციონალური რეგულაციები და საკანონმდებლო ჩარჩოები მდგრადი განვითარების პროგრამების წინ წამოწევის მიზნით, რომელიც თავისთავად ყურადღებას გაამახვილებს კლიმატის ცვლილების, ტყეებისა და ბუნებრივი კაპიტალის აღრიცხვის საკითხებზე. სამიტი ტარდება გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის ოფისის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტის ჯიმ იონგ კიმისა და გარემოს დაცვის გლობალური ორგანიზაციის თავმჯდომარის ნაოკო იშიის მხარდაჭერით. აღნიშნულ სამიტს, ამჯერად, დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია