დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარნეულის მუნიციპალიტეტში საგადასახადო სამართალდარღვევის 44 ფაქტი გამოვლინდა 
ავტორი:
2014/ოქტომბერი/02 01:00:02
30 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში,მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად საგადასახადო სამართალდარღვევის 44 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახური საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 650-მდე გადამხდელიშემოწმდა, რის შედეგადაც შემდეგი სამართალდარღვევები დაფიქსირდა,:საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 25 შემთხვევა; ორი პირი ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ახორციელებდა; 3 სამართალდარღვევა დაფიქსირდა საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნისას ზედნადების გამოუწერლობის გამო. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრებმა დღესვე, ამავე ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 14 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1166
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია