დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - ჩვენ შევძელით, გაგვემიჯნა მმართველი პარტია სახელმწიფოსგან
ავტორი:
2014/ივნისი/13 14:30:02
ჩვენ შევძელით გაგვემიჯნა მმართველი პარტია სახელმწიფოსგან, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არის უწყებათაშორისო კომისიის შემაჯამებელი სხდომა.
"გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ როგორც ჩანს, საჯარო მოხელეებმა როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე მთლიანად გაიაზრეს ის, რომ სახელმწიფო და პარტია არის სხვადასხვა რამ. ჩვენ შევძელით გაგვემიჯნა მმართველი პარტია სახელმწიფოსგან და ამ კომისიის მიზანი სწორედ ის იყო, რომ საჯარო მოხელე იყოს ნეიტრალური, პოლიცია დეპოლიტიზირებული", - განაცხადა თეა წულუკინმა.
მისივე განმარტებით, საჯარო მოხელეებმა გაითვალისწინეს, რომ ისინი ემსახურებიან ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. "შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კომისიამ საკუთარი ძალისხმევით, მინისტრებმა იმ რეკომენდაციებით, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისთვის გამოსცეს ეს შესაძლებელი გახადეს", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანის თქმით, პოლიტიკური ტემპერატურა მომატებულია, რადგან არის 1 000-მდე მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატი, 13 000 კი პარტიული სიით.
"ის 153 განცხადება, რომელიც შემოვიდა ჩვენს კომისიაში, თითოეული მათგანი სერიოზული განხილვის საგანი გახდება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, უყურადღებო მთავრობის პირობებში, პოლიტიკურ ტემპერატურა შეიძლებოდა უფრო მაღალი ყოფილიყო, თუმცა დღეს შედარებით სტაბილური სიტუაციაა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია