დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"მრავალეროვანი საქართველო" კანდიდატზე ზეწოლის ფაქტზე საუბრობს
ავტორი:
2014/ივნისი/05 23:00:02
საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" კანდიდატზე ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.
როგორც მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" განცხადებაშია აღნიშნული, მარნეულის მუნიციპალიტეტში მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბს აცნობა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევის კანდიდატურა საარჩევნო სიიდან მოიხსნა.
მათივე განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ეყრდნობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლს, რომლის თანახმად კანდიდატი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში ბოლო 2 წლის მანძილზე.
"მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებელთა მიერ მოპოვებული ინფორმაციით კი აკმამედ იმამკულიევი უცხოეთში 14 ვიზიტით (ჯამში წლის განმავლობაში 310 დღემდე) იმყოფებოდა და თითოეული ეს ვიზიტი პირადი იყო.
"მრავალეროვანი საქართველო" ამ ფაქტს აფასებს, როგორც კანდიდატზე ზეწოლას. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების გადაწყვეტილებას კი აფასებს, როგორც მიკერძოებულს. მოძრაობა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდებს, ამ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწეროს.
"ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ იმამკულიევის კანდიდატურის მოხსნა მის ეთნიკურ წარმოშობას უკავშირდება. "მრავალეროვანი საქართველო" კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ მსგავს თემებს და არ გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის", - აცხადებენ ორგანიზაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია