დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი ვიზიტით ბელგიას ეწვევა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/24 18:00:03
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 27-29 ოქტომბერს ბელგიაში მიემგზავრება, სადაც 28 ოქტომბერს ქალაქებში - ნიუპორტსა და იპრესში პირველი მსოფლიო ომის მეასე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ ღონიძიებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი და მაღალი თანამდებობის პირი დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ბელგიის ფედერალური პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ზიგფრიდ ბრაკთან, ბელგიის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და ევროპის საქმეთა მინისტრ დიდიე რეინდერსთან.
დავით უსუფაშვილი საქართველოში 29 ოქტომბერს დაბრუნდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია