დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალეკო ელისაშვილი - "ქართულმა ოცნებამ" კავშირი გაწყვიტა მოსახლეობასთან
ავტორი:
2014/ივნისი/17 15:00:02
"ქართულმა ოცნებამ" ხალხის პრობლემები წელიწადნახევარში დაივიწყა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ალეკო ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე თვითმმართველობის არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო იდეალური იყო, არჩევნების პროცესი ნორმალურად წარიმართა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ძალიან სურდა თავისი კანდიდატის გამარჯვება, თუმცა არჩევნების შედეგები არ გაუყალბებიათ და იგი დღეს გამარჯვებულია.
ელისაშვილის თქმით, დარწმუნებული იყო, რომ "ქართულ ოცნებას" პირველ ტურთან დაკავშირებით პრობლემები ექნებოდა. მან არადემოკრატიული უწოდა დავით ნარმანიას კანდიდატურის წარდგენას თბილისის მერად და აღნიშნა, რომ კოალიცია "ქართული ოცნებას" ამისათვის პრაიმერი უნდა ჩაეტარებინათ და პრაიმერით უნდა გამოვლენილიყო საჭირო კანდიდატი.
"ქართულ ოცნებას" დაავიწყდა, რომ ხალხი არის უმთავრესი. შავი ჯიპებიდან არ ჩანს ხალხის პრობლემები. "ქართულმა ოცნებამ" კავშირი გაწყვიტა მოსახლეობასთან და ამიტომ წელიწადნახევრის შემდეგ ასეთი პრობლემების წინაშე დადგა", - აღნიშნა ელისაშვილმა.
იგი მოსახლეობას დაპირდა, რომ მხარდამჭერი იქნება ყველა იმ სასიკეთო ინიციატივის, რომელიც ქალაქს წაადგება და დაუძინებელი მტერი იქნება იმის, ვინც ქალაქის საზიანო ინიციატივას საკრებულოში წარადგენს.
ელისაშვილმა მიიჩნევს, რომ დედაქალაქის 785 მილიონიანი ბიუჯეტი ხალხის პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს. ელისაშვილი საუბრისას ასევე შეეხო იმ საკითხებს, რომლის დაყენებას ახალ საკრებულოში გეგმავს. კერძოდ, დედაქალაქს სჭირდება კვალიფიციური გენგეგმა, რომლის ორგანიზებაშიც იგი ჩაერთვება.
ელისაშვილის თქმით, 2012 წელს დამტკიცებულმა თბილისის გენგეგმამ მოგვიანებით ბევრი ცვლილებები განიცადა, ახალი გენგეგმის შექმნის შემთხვევაში კი, ამას აღარ დაუშვებს.
ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად ელისაშვილს ასევე მიაჩნია, კომპანია "სითი პარკისათვის" კონტრაქტის გაწყვეტა. მისი თქმით, ამ კომპანიამ 2007 წელს დადებული ხელშეკრულების არც ერთი ვალდებულება არ შეასრულა. ქალაქში მოგვარებული არ არის პარკინგი, არ აშენებულა მრავალდონიანი მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომები. ელისაშვილი აცხადებს, რომ გამოსაკვლევია, თუ სად მიდიოდა მილიონობით ლარი, რომელიც პარკინგიდან შედიოდა კომპანიაში. კერძოდ, ელისაშვილის ინფორმაციით, დედაქალაქში 400 000 მანქანაა, თითოეულ მანქანაზე ყოველწლიური მოსაკრებელი 50 ლარს შეადგენს. ჯამში წელიწადში ეს არის 20 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხიდან კი "სითიპარკი" თბილისის ბიუჯეტში მხოლოდ 1,200 მლნ ლარს იხდიდა, 18,800 მლნ ლარი კი უცნობია ვის ჯიბეებში ილექებოდა.
ელისაშვილის განმარტებით, ამას ემატებოდა 10-ლარიანი და 60-ლარიანი ჯარიმებიდან შესული თანხებიც, რაც ჯამში 15 მლნ ლარს შეადგენდა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ჯამში სულ დაახლოებით 35 000 000 ლარამდე თანხა გაურკვეველია ვის ჯიბეებში მიდიოდა.
ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ "სითი პარკთან" კონტრაქტის გაუქმებაზე თბილისის საკრებულოში ვერც ერთი პარტიის წარმომადგენელი ვერ იტყვის უარს და ამ ინიციატივას ვერ შეეწინააღმდეგება.
ელისაშვილი ასევე გეგმავს, რომ საკრებულოში შევიდეს ინიციატივით, იპოდრომის ტერიტორიაზე თანამედროვე პარკისა და სპორტული მოედნების გაშენების შესახებ. ელისაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 52-ე სკოლის ეზოში აშენებული რესტორანი არ ამოქმედდეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია