დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუკავა ვეძისის მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2014/ივნისი/05 17:30:02
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კუკავა და ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი, ალექსანდრე შალამბერიძე ვეძისის საარჩევნო ოქლში მოსახლეობას შეხვდნენ.
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატები ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ და მოსახლეობას "არასაპარლამენტო ოპოზიციის" პროგრამაზე ესაუბრნენ. შეხვედრას ვეძისის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილიც დაესწრო.
"არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის" პირველ ადგილას არ დგას ვიწრო პარტიული ინტერესები და საკრებულოში მხოლოდ ბლოკის წევრების გასვლა არ არის პრიორიტეტული. ალექსანდრე ელისაშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი პატიოსნება და თბილისის მიმართ სიყვარული დაამტკიცა როგორც ჟურნალისტური მოღვაწეობით, ასევე სამოქალაქო აქტივობით. "არასაპარამენტო ოპოზიციამ" სწორედ ამიტომ არ დააყენა ვეძისის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი. ბლოკი მხარს ალექსანდრე ელისაშვილს უჭერს", - განაცხადა კუკავამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია