დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა
ავტორი:
2017/სექტემბერი/20 20:00:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453370-vakhtang-makharoblishvili-evrokavshir-saqarthvelos-saparlamento-asocirebis-komitetis-tsevrebs-shekhvda.html", "headline": "ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა", "datePublished": "2017-09-20 15:51:35", "dateModified": "2017-09-20 15:51:35", "description": "საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ევროპარლამენტის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/86effc7eef43dadf90e18ccd38c276ef.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ევროპარლამენტარი საჯად კარიმი ხელმძღვანელობდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მიმდინარე სამზადისზე.

მათი ცნობით, აღინიშნა ევროპარლამენტის რეკომენდაციების მნიშვნელობა ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტთან დაკავშირებით, რომლებიც ამჟამად განიხილება ევროპარლამენტში.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, ასევე საქართველოში ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა.

ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც არაერთ რეზოლუციაშია ხაზგასმული.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 726
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია