დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოში გაცილებით უფრო მეტი რამ ხდება, ვიდრე ანტისემიტიზმის არარსებობა - ეს არის უდიდესი სიყვარული ორ ერს შორის
ავტორი:
2018/აპრილი/11 21:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kvirikashvilipk-7.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487540-giorgi-kvirikashvili-saqarthveloshi-gacilebith-ufro-meti-ram-khdeba-vidre-antisemitizmis-ararseboba-es-aris-udidesi-siyvaruli-or-ers-shoris.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოში გაცილებით უფრო მეტი რამ ხდება, ვიდრე ანტისემიტიზმის არარსებობა - ...", "datePublished": "2018-04-11 17:37:58", "dateModified": "2018-04-11 17:37:58", "description": "საქართველოში გაცილებით უფრო მეტი რამ ხდება, ვიდრე ანტისემიტიზმის არარსებობა - ეს არის უდიდესი სიყვარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kvirikashvilipk-7.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოში გაცილებით უფრო მეტი რამ ხდება, ვიდრე ანტისემიტიზმის არარსებობა - ეს არის უდიდესი სიყვარული ორ ერს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ებრაულ მუზეუმში განაცხადა, სადაც ექართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი ურთიერთობების ტრადიციისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

"ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქართველისა და ებრაელისთვის, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ უნიკალური ფენომენის - ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი ძმობის და მეგობრობის აღიარებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ეს არის ჩვენი უდიდესი სიმდიდრე, რომ 26 საუკუნის წინ პირველი ებრაელები დასახლდნენ ქართულ მიწაზე და მას მერე ჩვენ ერთობლივად ვქმნით ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას, ვამდიდრებთ როგორც ებრაულ კულტურას, ისე ქართულს. გამორიცხულია, რომ 26 საუკუნოვანი მეგობრობა არსებობდეს უდიდესი სიყვარულის გარეშე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოში არ ყოფილა და არ არის ანტისემიტიზმი, საქართველოში გაცილებით უფრო მეტი რამ ხდება, ვიდრე ანტისემიტიზმის არარსებობა - ეს არის უდიდესი სიყვარული ორ ერს შორის და განვლილი პერიოდი ამაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ეს სიყვარული ყოველთვის იყო ორმხრივი და ამ ორმხრივობის თვალსაჩინო დასტურია კულტურულ-საგანმანათლებლო და რელიგიური არსებობა წმინდა მიწაზე, თუნდაც ირუსალიმის ჯვრის მონასტრის მაგალითი რად ღირს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველომ უკვე მიმართა იუნესკოს, რათა ეროვნული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო აღიარება მოხდეს. "მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ხვალ უკვე არ ვისაუბროთ საუკუნოვან მდიდარ ისტორიაზე, არამედ დღევანდელი დღე გახდეს დასაბამი შემდგომი კიდევ უფრო ღრმა, გამდიდრებული, ლამაზი ორმხრივი მეგობრობის", - დასძინა მან.

გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ებრაელ პოეტთან დაკავშირებული ეპიზოდიც გაიხსენა. "პატარა ბინაში ვცხოვრობდით და საძინებელი იყო დედაჩემის კაბინეტში. ისე გავიზარდე, რომ ჩემს პირდაპირ თაროში წინ იყო გამოდებული ჯემალ აჯიაშვილის ლექსების კრებული, რამაც ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია",- განაცხადა პრემიერმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 632
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია