დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გულიკო ზუმბაძე საბურთალოს რაიონის გამგეობას პროექტების დაფინანსებაში მხარდაჭერას ჰპირდება
ავტორი:
2013/დეკემბერი/15 19:00:03
საკრებულოს უმრავლესობის წევრი გულიკო ზუმბაძე საბურთალოს რაიონის გამგეობას პროექტების დაფინანსებაში მხარდაჭერას ჰპირდება.
საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ბაკურიანში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის გამართულ ანგარიშის წარდგენას საკრებულოს "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ესწრებოდა.
გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და ამხანაგობების აქტიურობით თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ თვითმმართველი ორგანოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ხალხთან ახლოს მყოფი ხელისუფლება, მოქალაქეთა აქტიურობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობა, ასევე ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. ზუმბაძემ ასევე კმაყოფილება გამოთქვა, რომ ამხანაგობებისა და გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტების ანგარიშს თან ახლავდა ხარჯთაღრიცხვა.
მისივე თქმით, საკრებულოს რაიონის გამგეობა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირობას აკმაყოფილებს. მან გამგებლის მუშაობა 10 ქულით შეაფასა. "ვინატრებდი გია ხუროშვილზე ნაკლები გამგებელი არ ჰყავდეს თბილისის რაიონების გამგეობას", - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ. ზუმბაძემ მიმართა ამხანაგობის თავმჯდომარეებს, იყვნენ ინიციატორები და ყველა მათ მიერ წარდგენილ რეალურ პროექტს საკრებულო დააფინანსებს.
ბაკურიანში მიმდინარე საბურთალოს რაიონის გამგეობის სამდღიან სემინარში 140 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე მონაწილეობს, რომლებიც გამგეობაში შექმნილი ამხანაგობების სათათბიროს წევრები არიან. სემინარზე ინფრასტრუქტურული, სოციალურ-კულტურული, სპორტულ-შემეცნებითი პროექტების პრეზენტაცია მოხდა. ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ განხორციელებული პროექტებზე ისაუბრეს და ახალი სამუშაოები დაგეგმეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1169
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია