დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვანო მაჭავარიანი- შვეიცარიისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე მთავარი თემა ეუთო-ს მანდატის განახლების საკითხი იქნება
ავტორი:
2014/ივნისი/03 13:00:02
შვეიცარიისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე მთავარი თემა იქნება ეუთო-ს მანდატის გაფართოების და განახლების საკითხი საქართველოში. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ვანო მაჭავარიანმა განუცხადა.
მისი თქმით, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის, დიდიე ბურკჰალტერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის და შუამავალი ქვეყნის საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში.
"ეს სამუშაო ვიზიტი, ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი იქნება, სადაც განიხილავენ მთელ რიგ საკითხებს, ასევე ისაუბრებენ კონფლიქტურ რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ვფიქრობ, რომ გიორგი მარგველაშვილსა და დიდიე ბურკჰალტერს შორის შეხვედრა იქნება მთელი რიგი ახალი ინიციატივების შემუშავების, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ჟენევის მოლარაკებებთან დაკავშირებით", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი იქნება აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე მოვლენებზე.
"აფხაზეთშიც და ცხინვალშიც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, რუსეთის ძალიან ღიად და უხეშად ერევა მიმდინარე პროცესებში, ჩვენ დეტალურად ვაკვირდებით და გვაქვს ინფორმაცია იქ მიმდინარე მოვლენებზე, ამ ყველაფრის შესახებ დეტალურად ვისაუბრეთ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან. მგონია, რომ ვისაუბრებთ ასევე შვეიცარიის როლზე, თუ რა თემები შეიძლება იყოს განხილული საქართველო - რუსეთის ურთიერთობების ჭრილში", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1049
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია