დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება
ავტორი:
2014/ივლისი/10 09:00:02
რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა აღდგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ განუცხადა.
მისი თქით, რეგულარული საავიაციო რეისები 2006 წლიდან რუსეთის მხრიდან ცალმხრივად იყო შეწყვეტილი.
"რუსეთის ფედერაციის მხრიდან, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მეშვეობით და ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მივიღეთ ოფიციალური ნოტა, რომ რუსეთის შემოთავაზებაა აღდგეს ორ ქვეყანას შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა. თქვენ იცით, რომ 2006 წლიდან ცალმხრივად რუსეთის მხრიდან შეწყვეტილი იქნა რეგულარული რეისების განხორციელება და ძირითადად ნოტაში მოცემულია, რომ თავდაპირველად რეგულარული რეისები აღდგება თბილისი-მოსკოვი და მოსკოვი-თბილისის მიმართულებით. შეუზღუდავად იქნება სიხშირეები მოცემული. პირობა არის დათქმული, რომ 15 სექტემბრიდან მოხდეს ამის განხორციელება, რადგან წინამოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი ორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ. პირველ სექტემბრამდე, როგორც ჩვენ უნდა მივაწოდოთ რუსეთის მხარეს, ასევე რუსეთის საავიაციო ხელისუფლება მოგვაწვდის იმ კომპანიების კონკრეტულ ჩამონათვალს, რომლებიც 15 სექტემბრიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებენ", - განაცხადა მიქელაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 987
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია