დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ზალკალიანმა და ალექსანდრა ჰოლ-ჰოლმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილეს
ავტორი:
2014/ივნისი/02 18:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ალექსანდრა ჰოლ-ჰოლს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველესად ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა, რათა ვითარების შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს.
"ქართულმა მხარემ დასძინა, რომ რეგულარულად აწვდის ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს ინფორმაციას მოვლენების განვითარების თაობაზე. აღინიშნა, რომ საკითხი განხილული იქნება ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან დიდიე ბურკჰალტერთან, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, საქართველოში მისი ვიზიტის დროს", - აცხადებენ სამინისტროს საგარეო უწყებაში.
მათივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებული საკითხები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილეს. ქართულმა მხარემ ბრიტანულ მხარეს 2014 წლის 4-5 სექტემბერს დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია