დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობის საკითხის განხილვა ხვალინდელ სესიაზე 12:00 საათიდან დაიწყება
ავტორი:
2014/ივლისი/25 21:00:02
მთავრობის საკითხის განხილვა ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე 12:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, რიგგარეშე სესია 11:00 საათიდან დაიწყება, თუმცა მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება. უსუფაშვილის თქმით, ხვალვე მოხდება სხვა მნიშვნელოვან კანონპროექტქბზე მსჯელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში რიგგარეშე სესიების მომავალ კვირაში დასრულება ვერ მოხერხდება.
"რიგგარეშე სესიას 11:00 საათიდან დავიწყებთ და ყველაფერი ისე უნდა დავგეგმოთ, რომ დღის ბოლომდე საკითხები ამოვწუროთ. 12:00 საათიდან დავიწყებთ მთავრობის საკითხის განხილვას. ხვალვე მოხდება კენჭისყრა იმ კანონპროექტებზე, რომელიც წინა რიგგარეშე სესიაზე ვერ მოვასწარით", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტი მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვას ხვალ რიგგარეშე სესიაზე გეგმავს.








წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 976
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია