დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ალასანია - საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია გამოხატავს განწყობას, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეშია
ავტორი:
2014/მაისი/31 14:00:02
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეფასებით, ალიანსისადმი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია გამოხატავს ევროპის ქვეყნების განწყობას, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეშია.
როგორც ალასანიამ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა,   დიდი იმედი აქვს, რომ "პროცესები სწორედ აქეთკენ წავა".
"საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ არის მავალდებულებელი, მაგრამ ეს ევროპის ქვეყნების განწყობას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, ევროატლანტიკურ სივრცეში. იმედი მაქვს, რომ პროცესები წავა სწორედ აქეთკენ. ეს არის დემონსტრირება ევროპული და ევროატლანტიკური ქვეყნების წარმომადგენლებისა, რომ ასე სურთ დაინახონ საქართველოს რეინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. ჩვენ ეს გსურს, რა დაგვიდგება წინ? - ასე რომ,  პროცესები წავა სწორი მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
30 მაისს, ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაზე კენჭი ეყარა ნატო-ს გაფართოების დეკლარაციას, რომელიც ასამბლეის უმრავლესობის მხარდაჭერით დამტკიცდა. დეკლარაცია ალიანსის გაფართოებას და ასპირანტი ქვეყნების პერსპექტივებს შეეხება.
დეკლარაციის მე-8 პუნქტში აღინიშნა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოს ნატო-სთან დაახლოებისთვის უელსის სამიტზე მიენიჭოს MAP -ი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია