დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს ხვალ ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი ეწვევა
ავტორი:
2014/სექტემბერი/21 11:30:02
საქართველოს ხვალ ლიტვის პარლამენტის ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი ეწვევა.
ლიტველი დეპუტატები ვიზიტს პრომეთეს მღვიმის დათვალიერებით დაიწყებენ, ქართველ კოლეგებს და მთავრობის წარმომადგენლებს კი, 23 სექტემბერს შეხვდებიან.
თავდაპირველად შეხვედრა გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, შემდეგ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძესთან და საქართველოს პარლამენტის საქართველო-ლიტვის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ვალერი გელაშვილთან. შეხვედრა ასევე დაგეგმილია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკისთან და პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან.
პარლამენტის წევრების გარდა, ლიტველი დეპუტატები შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილს და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მარიამ რაქვიაშვილს.
დელეგაცია თბილისს 24 სექტემბერს დატოვებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 977
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია