დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა გიგაური - დღევანდელი კონსულტაციები, შესაძლოა, არის ბოლო შესაძლებლობა, რომ კონკრეტული ცვლილებები შევიდეს საქართველოს კონსტიტუციაში
ავტორი:
2017/აგვისტო/18 16:30:02
დღევანდელი კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებს შორის, შესაძლოა, არის ბოლო შესაძლებლობაც კი, რომ კონკრეტული ცვლილებები შევიდეს საქართველოს კონსტიტუციაში, რომლებიც პირდაპირ გავლენას მოახდენენ ქვეყნის განვითარებაზე, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, არის ბევრი საკითხი, რომელიც პრობლემატურია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო სისტემა და არსებითად მნიშვნელოვანია შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

"ვერ ვხვდებით, რატომ ხდება დემოკრატიული პროცესების გადავადება დაახლოებით 7 წლით და რატომ არ შეიძლება დღესვე მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საქართველო პირდაპირ გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ისევ უსამართლო საარჩევნო სისტემის პირობებში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფა იქნება ძალიან რთული და ჩვენ ისევ ისეთი პროცესების მომსწრე ვიქნებით, რომლებიც პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის პოზიტიურ განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ ყველაფერი გააკეთონ შეთანხმებისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემას. ცხადია დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას. მნოშვნელოვანია მათ გააკეთონ ყველაფერი კონსენსუსისთვის",- განაცხადა გიგაურმა.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილების საკითხზე დღეს, 17:00 საათზე, პარლამენტში გაიმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 688
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია