დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გუგული მაღრაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და არადისკრიმინაციის კომიტეტის სხდომის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2014/მაისი/29 23:00:02
ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი გუგული მაღრაძე მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და არადისკრიმინაციის კომიტეტის სხდომის მუშაობაში, რომელიც პარიზში 2 ივნისს გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალარჩეული პრეზიდენტი ანნ ბრასერი.
მათივე ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე საფუძველი ჩაეყრება ევროსაბჭოს ახალ ინიციატივას - ჩამოყალიბდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ალიანსი "არა სიძულვილს". საპარლამენტო ალიანსი შეისწავლის და გამოავლენს ევროპის საბჭოს ქვეყნებში სიძულვილის ენისა და სიძულვილის ქმედებების საფუძვლებს, მათი წარმოშობის წყაროებს, შეიმუშავებს სიძულვილის ენისა და სიძულვილის ქცევების პრევენციის მექანიზმებს და რეკომენდაციებს სიძულვილის ენისა და სიძულვილის ქცევების შემცირებისა და აღმოფხვრისათვის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში. კომიტეტის სხდომაზე შემუშავდება საპარლამენტო ალიანსის "არა სიძულვილს" ქარტია.
პარლამენტის ცნობით, კომიტეტზე განსახილველად წარმოდგენილი საკითხებიდან აღსანიშნავია "ქალთა მდგომარეობა განვითარებად დემოკრატიებში", "ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის მოძალადეთა ქცევის კორექციის მნიშვნელობა", "თანასწორობა და არადისკრიმინაცია სამართლიანობისადმი წვდომაში", "შეუწყნარებლობის და დისკრიმინაციის მოგვარება ევროპაში ქრისტიანობაზე ფოკუსირებით", "თანასწორობა და ჩართულობა შეზღუდული უნარების მქონე პირთათვის", "რელიგიურ უმცირესობაში მყოფი მშობლების და შვილების უფლებების დაცვა", "აღმოსავლეთ ევროპიდან მომუშავე ქალების სამუშაო უფლებების დაცვა", "თანასწორობა და გაზიარებული პასუხისმგებლობა: მამების უფლებები".
კომიტეტზე დასახელდება ორგანიზატორები საერთაშორისო სემინარისთვის "ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში: გამოწვევები და შესაძლებლობები".



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 972
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია