დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შოთა ხაბარელი - ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, უფრო კომფორტული იქნებოდა, სპორტის სამინისტრო ცალკე ყოფილიყო
ავტორი:
2018/ივლისი/03 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/xabareli_0a34f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/501527-shotha-khabareli-chemthvis-rogorc-yofili-sportsmenisthvis-ufro-komfortuli-iqneboda-sportis-saministro-calke-yofiliyo.html", "headline": "შოთა ხაბარელი - ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, უფრო კომფორტული იქნებოდა, სპორტის სამინისტრო...", "datePublished": "2018-07-03 06:44:01", "dateModified": "2018-07-03 06:44:01", "description": "ჩემთვის, როგორც რიგითი ყოფილი სპორტსმენისთვის, უფრო კომფორტული იქნებოდა, სპორტის სამინისტრო ცალკე ყ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/xabareli_0a34f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩემთვის, როგორც რიგითი ყოფილი სპორტსმენისთვის, უფრო კომფორტული იქნებოდა, სპორტის სამინისტრო ცალკე ყოფილიყო, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ხაბარელმა განაცხადა.

მიუხედავად ამისა, ხაბარელი მხარს უჭერს რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება.

„ჩემთვის, როგორც რიგითი ყოფილი სპორტსმენისთვის, უფრო კომფორტული იქნებოდა, სპორტის სამინისტრო ცალკე ყოფილიყო, მაგრამ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სპორტი და კულტურა განათლების სამინისტროსთან თანხვედრაშია. მე არ ვფიქრობ, რომ ჩაიკარგება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვიქნებით და მონიტორინგს გავუწევთ, რომ სპორტმა არ დაკარგოს თავისი პრივილეგიები“, - განაცხადა ხაბარელმა.

4 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პირველი მოსმენით მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მიიღებენ. დღეს კი განხილვები კომიტეტებში დაიწყება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია