დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოშია
ავტორი:
2018/მაისი/25 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/iunkeri_2f1b4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495156-zhan-klod-iunkeri-saqarthveloshia.html", "headline": " ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოშია", "datePublished": "2018-05-25 16:11:04", "dateModified": "2018-05-25 16:11:04", "description": "ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი უკვე საქართველოშია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/iunkeri_2f1b4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი უკვე საქართველოშია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჟან-კლოდ იუნკერი ქვეყანას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეწვია.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი მონაწილეობდნენ.

„მივესალმებით ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, ეს მისი პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა ძალზედ დასაფასებელია, რომ ის ჩამოდის საქართველოში სწორედ იმ დღეს, როდესაც აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. ეს ვიზიტი ამავდროულად არის ძალიან ნათელი გზავნილი ევროპის მხრიდან მათი მხარდაჭერისა იმ პროცესის, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. საზეიმო განწყობის მიღმა, ბუნებრივია იქნება საქმიანი შეხვედრები და განხილულ იქნება საქართველო ევროკავშირს შორის ურთიერთობების დინამიკა და შემდგომი ნაბიჯები“, - აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ჟან-კლოდ იუნკერი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება და თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.

ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კრინიცას ეკონომიკური ფორუმში, ასევე პარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის, მომავალი 100 წლეულის სტრატეგია“.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია